გეკა გელაძემ მამაცობისა და თავდადებისთვის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა

46 წუთის წინ 76 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ გიორგობის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად ეწევით ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

 

თქვენ ნამდვილად ხართ ის ღირსეული პოლიციელები, რომელთა სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.

 

დღევანდელი დღეც არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ იმ საქმეს, რასაც თქვენ ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებით – იცავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ამყარებთ ქვეყანაში წესრიგს!“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებმა ჯილდოები სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში