შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა

24 ნოემბერი 2025, 17:47 91 ნახვა

მას შემდეგ რაც საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) და ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გადაიბარა, PABSEC რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა შალვა პაპუაშვილი. 

როგორც მან სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე.  

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია