დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

21 წუთის წინ 50 ნახვა

უმაღლესი განათლების რეფორმა და Eagle Hills-ის პროექტი - ამ ორ აქტუალურ თემას შეეხება პარლამენტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ქართულმა ოცნებამ" მიიწვია. მთავრობის მეთაური უპასუხებს დასმულ შეკითხვებსაც, რის შემდეგაც, რეგლამენტით გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.

პრემიერს პარლამენტში 12:00 საათისთვის ელოდებიან.

მთავრობის მეთაურის მოსმენასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები; შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი