4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

26 ნოემბერი 2025, 10:09 108 ნახვა

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ  5 პირის: ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის  პროცესია ჩანიშნული. 

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.  ამასთან, გადაისინჯება დაკავებულების და ძებნაში მყოფი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. ასევე, გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

ასევე წარდგენილი აქვთ ბრალდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი