მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

26 ნოემბერი 2025, 15:25 143 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძემ მას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ათვლა 2025 წლის 20 ივნისიდან დაიწყება.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი