რომის პაპი თურქეთში ჩავიდა. ლეო XIV დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ცნობისთვის, კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ ეს ლეო XIV-ს საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია.
რომის პაპი თურქეთში 30 ნოემბრამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ლიბანს ეწვევა.
