სროლა თეთრ სახლთან - დაჭრილია ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი 

27 ნოემბერი 2025, 09:45 101 ნახვა

აშშ-ის მოქალაქეობისა და ემიგრაციის სამსახურში განაცხადეს, რომ ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. მიზეზი თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის დაჭრის ფაქტი გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის დაჭრის შემდეგ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქეა და ავღანეთიდან შემოსული ყველა ემიგრანტის შემოწმება მოითხოვა. 

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით, სროლის შედეგად დაჭრილები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი და ის, თუ რა იარაღი გამოიყენა ეჭვმიტანილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი