უმაღლესი განათლების რეფორმა

10 დეკემბერი 2025, 11:50 79 ნახვა

დღევანდელ სესიაზე დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ განათლების რეფორმაში დაგეგმილ ცვლილებებს, საბოლოდ კი ხვალ დაამტკიცებენ. მანამდე კი განათლების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატების კითხვები ძირითადად სტუდენტთა მობილობის საკითხს, ასევე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევას შეეხებოდა.

კანონით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი გრანტების გაცემის სისტემა უქმდება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების  ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, სწავლების 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, 1 წელი - მაგისტრატურას და  1 დოქტორანტურას.

ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, მე-12 კლასი არჩევითი იქნება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი