მერაბ ღოღობერიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს

15 ივლისი 2017, 00:00 2380 ნახვა

“მერაბ ღოღობერიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს”-ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. თუმცა პაატა შავაძე არ აკონკრეტებს რატომ ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ომბუდსმენთან შეხვედრას. შავაძის თქმით, არსებობს, გარემოება რომლის შესახებაც ის ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას პროცესი დილიდან მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. 
შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში