“სოულის ღამე”

11 აგვისტო 2017, 00:00 2902 ნახვა
00:00
00:00

ორი ამერიკელი ვარსკვლავის ერიკ ბენესა და სიი ლო გრინის კონცერტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა ბლექ სი არენას სცენაზე. ათასობით მაყურებლის წინაშე ჯერ ერიკ ბენე  გამოჩნდა და ცნობილი ჰიტები შეასრულა. მასთან ერთად იმღერა ქართველმა რეპერმა ბერა ივანიშვილმაც.

მოგვიანებით კი სცენაზე მელომანების წინაშე  ხუთი გრემის მფლობელი სილო გრინი წარსდგა.  კონცერტის დასასრულს კი  მსმენელებს ჯემსეიშენი შესთავაზეს. ,,სოულის ღამე” ბლექ სი არენაზე გვიან ღამით დასრულდა.  ვარსკვლავებს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ მომღერლები ქვეყანას საკუთარი ინიციატივით ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში ეწვივნენ.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი