კახა შაშიკაძე: რთული რელიეფის გამო შემთხვევის ადგილამდე ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება

04 სექტემბერი 2017, 00:00 2520 ნახვა

ხულოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმაც ისაუბრა. კახა შაშიკაძის თქმით ხანძრის 4 კერა არსებობს, საერთო ფართობი კი 3 ჰექტარს შეადგენს. რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მისასვლელი გზები არ არსებობს. მისივე განმარტებით სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.

„დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე იმყოფება. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ბრიგადები, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტიდან. ასევე ადგილზეა სატყეო სააგენტოს 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან ადგილობრივი მოხალისეებიც“ - განაცხადა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში