ქობულეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია იმართება

18 სექტემბერი 2017, 00:00 2709 ნახვა

ბაგრატიონისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლებმა  ქობულეთის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამეურნეო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ნაკვეთებს უკვე წლებია სარგებლობენ, თუმცა 2008 წლიდან მათი დარეგისტრირება  ვერ მოახერხეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიწის აღიარების კომისიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მთავრობისგან დახმარება ვერ მიიღეს.

აქციის დასრულების შემდეგ ადგილობრივები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარეს  შეხვდნენ. ასლან ქათამაძის თქმით, მოსახლეობის ნაწილმა  2008 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დაიკანონა. იყვნენ ისეთებიც, რომელთა ნაკვეთების დარეგისტრირება ვერ მოხერხდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში