უმაღლესი საბჭოს წევრები ხელფასებს და დანამატებს არ ასაჯაროებენ

18 სექტემბერი 2017, 00:00 2475 ნახვა

პრემიების, დანამატებისა და კომპენსაციების შესახებ ინფომაცია აჭარის უმაღლესმა საბჭომ “მთავარს” არ მიაწოდა. საუბარია თანამშრომლებზე გაცემული წამახალისებელი თანხების რაოდენობაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კანონი საჯარო უწყებას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რითაც ამ შემთხვევაში წარმომადგენლობითმა ორგანომ ისარგებლა. უმაღლესმა საბჭომ, იმის მიუხედავად რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, ინფორმაცია არ მოგვაწოდა არც თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში