1000 ლარით დაჯარიმებული პედაგოგი

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2250 ნახვა

პედაგოგი, რომელმაც “ქართული ოცნების” დროშებით პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. მან საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლი დაარღვია, რომელიც კრძალავს აგიტაციას ისეთ ადგილებში, როგორიც სკოლაა. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით კი სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

მარინე დარჩიძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, აქამდე გაკეთებულ კომენტარებში კი აღნიშნავდა, რომ სკოლაში პარტიული დროშები მოსწავლეებმა მიიტანეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში