სიტყვიერი გაფრთხილება უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს

04 ოქტომბერი 2017, 00:00 2063 ნახვა

კიდევ ერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, რომელსაც საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაუდგინდა, თუმცა მხოლოდ შენიშვნა მიეცა.

უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, “ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენის ფოტოების გამოქვეყნების გამო, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის მსგავსად, სასამართლომ არ დააჯარიმა.

სანქციის ფორმად - ჯარიმა ბოლო პერიოდში, მსგავსი, თუმცა სხვა მუხლის დარღვევისთვის, მხოლოდ პედაგოგის მიმართ იქნა გამოყენებული. დამკვირვებელ ორგანიზაციებში არათანაბარ მიდგომაზე საუბრობენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში