შეხვედრა ჩინეთის ელჩთან

06 ოქტომბერი 2017, 00:00 3023 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა ჩინური ენის კურსების გაფართოების, პროცესში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ყურადღება გამახვილდა რეგიონიდან ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე.

ამავე კატეგორიაში