წვევამდელებმა სამხედრო ფიცი  დადეს

08 ოქტომბერი 2017, 00:00 2521 ნახვა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 195-მა წვევამდელმა, სამხედრო ფიცი დადო. ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, წვევამდელები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე ღონისძიებაზე 104 წარჩინებულ ვადიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა. 

ამავე კატეგორიაში