საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“ დასრულდა. დასკვნითი კონცერტი ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა. შეკრებილების წინაშე ვაჟა ტუღუში და ჯგუფი „ზე ქეთ ფიშ“ წარსდგნენ. ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა,მისი მიზანია საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.
ფესტივალის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში კონცერტები ბათუმში, აჭარის რადიოს შენობასთან იმართებოდა და რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.