ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იყო მნიშვნელოვანი საკითხები - სოფლის მეურნეობის სფერო, ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი კვოტების ზრდა, ახალგაზრდული ბანაკების ჩამოყალიბება - თურქეთში საქართველოს ელჩი

25 აგვისტო 2025, 21:19 107 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც თურქული მხარის დახმარებით გამოიყოფა ვაქცინები, რაც ხელს შეუწყობს საქონლის ვაქცინაციას საქართველოში, ასევე ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი კვოტების ზრდა არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხითაც იყო აქტიური მოლაპარაკებები, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას. 

არჩილ კალანდიას განცხადებით, თურქ კოლეგებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. 

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, ასევე ახალგაზრდობის კუთხით ბანაკების ჩამოყალიბება როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას და ამ მხრივ კონტაქტების გაღრმავებას. ასე რომ, ყოველმხრივ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ ჩვენ თურქ კოლეგებთან, რათა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ეროვნული ინტერესების გათვალისწინები“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი