აზიურ ფაროსანას პირველ ეტაპზე მტვერსასრუტით შეებრძოლებიან

09 ოქტომბერი 2017, 00:00 6054 ნახვა

ხელვაჩაურში მდებარე 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყდა. აზიური ფაროსანების შემოსევის გამო, ბაღების გაერთიანება იძულებული გახდა სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.

"ბათუმის ბაღების გაერთიანების" დირექტორის ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მავნებელ მწერს ​ მტვერსასრუტით შეებრძოლებიან, რადგან მწერებმა საბავშვო ბაღის შენობაში შეაღწია. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, ​ბაღის ეზო ქიმიური და ბუნებრივი პრეპარატებით დამუშავდება. აღნიშნულ სკოლამდე დაწესებულებაში 200-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში