სტიქიიდან 3 თვის შემდეგ გაუწმენდავი ტერიტორია

17 დეკემბერი 2017, 00:00 3015 ნახვა

სოფელ ქობულეთში მცხოვრები ჯაფარიძეების ოჯახი რამდენიმე თვის წინ სახლთან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდას ითხოვს. დაზარალებულების განცხადებით გეოლოგიური დასკვნით  განსახლება საჭირო არ არის თუმცა შეკეთება ფერდსამაგრ კედელს ესაჭიროება. ჯაფარიძეები  წვიმის დრო  ღამეს სახლში ვერ ათევენ. მერიის ინფორმაციით გადაუდებელი ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება მუნიციპალიტეტში 67 დამეწყრილ ოჯახს ესაჭიროება.

უწყებაში აცხადებენ, რომ  ამ დროისთვის პროექტები მუშავდება,სამუშაოები კი 2018 წლის ბიუჯეტით განხორციელდება. რაც შეეხება  მიწის მასის გაწმენდას მერის მოადგილის ინფორმაციით მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ საკმარისი რესურსი არ ჰქონდა ,რის გამოც აჭარის მთავრობიდან თანხის გამოყოფისა და მიწის გასაწმენდად  ტექნიკის დაქირავების პროცესებს დრო დასჭირდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში