ალისა, ნიკიტა და მაქსიმი - ტყუპებმა ''მედინა'' დატოვეს

15 იანვარი 2018, 00:00 16380 ნახვა

ტყუპები ალისა, ნიკიტა და მაქსიმ შუტკოები, ორ თვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, დღეს ბინაზე გაწერეს. ლიკა მამაგულოვას ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში საკეისრო კვეთა დასჭირდა. დღენაკლული ახალშობილები დაბადებისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ალისა - კილო 650 გრამი, ნიკიტა - კილო და 440 გრამი, ხოლო მაქსიმი კილო და 710 გრამი დაიბადნენ.

ტყუპები 2 თვის არიან. სამივე  მათგანი უკვე 3 კილოზე მეტს იწონის.

‘’ სამედიცინო პერსონალის შრომის შედეგია, რომ ეს პატარები საკუთარ სახლში მიდიან. თავიდან ეჭვი იყო ინფექციაზეც, მაგრამ ყველაფერი  დადებითი დინამიკით წავიდა. ფილტვების პრობლემის გამო, მართვით სუნთქვაზე იყვნენ. რეანიმაციაში 12 დღე გაატარეს, 48 დღე კი პალატაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ’’ - იხსენებენ ექიმები. 

ლიკა მამაგულოვას კიდევ ერთი ქალიშვილი, 4 წლის ანასტასია ჰყავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში