სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი დაიხარჯა

13 თებერვალი 2018, 00:00 1451 ნახვა

სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  შეკეთდა სველი წერტილები, სამზარეულო და სააღმზრდელო ოთახები. უჩხოს საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელი სწავლობს.  ხულოს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის ფარგლებში ასევე შეკეთდა იმავე შენობაში განთავსებული სოფლის კლუბი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 110 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში