ელტონ ჯონი ''Black Sea Arena''-ზე ორ კონცერტს გამართავს

24 მაისი 2018, 00:00 1531 ნახვა

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი ''Black Sea Arena''-ზე  30 ივნისს და 1 ივლისს გაიმართება. 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა. დასწრება 2017 წლის 16-17 სექტემბრის ბილეთებითაც იქნება შესაძლებელი.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან. დაგეგმილი კონცერტის ბილეთები გაყიდვაშია და მისი შეძენა მსურველებს tkt.ge-სა და სოლო ლაუნჯში შეუძლიათ. ბილეთის ფასი 90- დან 150-მდე მერყეობს.

საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში