26 მაისი - დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილე

26 მაისი 2018, 00:00 1891 ნახვა

დღევანდელი დღის მთავარი ლოკაცია - თბილისი. თავისუფლების მოედანზე, რამდენიმე წუთში დაიწყება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია,რომელიც გაგრძელდება შემდეგ ქვეყნის სხვა ქალაქებში :  შინდისში, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში.

ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით. ფიცის დადების ცერემონიალს ლიეტუვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში