ავტოტრანსპორტი მოქალაქეებს აფრთხილებს

28 მაისი 2018, 00:00 2112 ნახვა

შ.პ.ს ბათუმის ავტოტრანსპორტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანის პარკირებისას ყურადღება მიაქციონ საგზაო მოძრაობის შესაბამის  ნიშნებს.

უწყება ხვალიდან იმ ავტომანქანებს დააჯარიმებს, რომლებიც  გარევაჭრობას და ავტომანქანების გაქირავებას ახდენენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით დაჯარიმდება.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაეკისრება საურავი საურავის და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდება ავტომობილის იძულებით რეალიზაცია. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი