ევკალიპტის დენდროლოგიურ პარკში გადატანით გამოწვეული დისკომფორტი მახინჯაურში

06 ივნისი 2018, 00:00 1718 ნახვა

გადათხრილი ქუჩა, დანგრეული სახლები, მტვერი და გართულებული მოძრაობა – ასე გამოიყურება მახინჯაურის ერთი ნაწილი ტურისტული სეზონის გახსნის პარალელურად. ავტობანის გაყვანისთვის დაწყებულ სამუშაოებს, იმ გზის გაყვანაც დაემატა, რომელსაც კერძო კომპანია დენდროლოგიური პარკისთვის საუკუნოვანი ევკალიპტის გადასატანად გამოიყენებს.

ხე უკვე ამოთხრილია და სპეციალურ ქოთანშია მოთავსებული. მახინჯაურში სამუშაოების დროულად დასრულებას და ხის გადატანის გამო გადათხრილი მონაკვეთების დროულად მოწესრიგებას მოითხოვენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში