ვინ არის პასუხისმგებელი მაღალი ძაბვის ელექტროსადენების უსაფრთხოებაზე?

07 ივნისი 2018, 00:00 2571 ნახვა

ამ დრომდე არ დამდგარა გამოძიების შედეგი, რომელმაც უნდა გამოკვეთოს ვინ არის პასუხისმგებელი შემთხვევაზე, რომელსაც ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქმე ეხება გასულ თვეში ანგისის დასახლებაში თევზაობისას, ელექტროსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანის სხეულზე გამოწვეულ დამწვრობას, რომელთაგან ერთი, როგორც უკვე გითხარით, გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია.

როგორია მაღალი ძაბვის ელექტროსადენის მიწიდან დაშორების სტანდარტი და რა დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ მოქალაქეებს?  

თამუნა ხოზრევანიძე არკვევდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს უწყება რომელიც მსგავს სახიფათო ადგილებში ამკრძალავი ნიშნების განთავსებაზეა პასუხისმგებელი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში