ფერადი ნახატები და წარწერები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

26 ივლისი 2018, 00:00 3223 ნახვა

ბათუმში, ჯაფარიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფერადი ნახატები და წარწერები დატოვეს. 

გიო, ლუკა, მარიამი, m + n, გულები და ფერადი ბუშტები - ასეთი წარწერები გააკეთეს და ფერადი საღებავებით მოხატეს, ერთსართულიანი შენობა უცნობმა პირებმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ.

ამბობენ, რომ გატარდება შესაბამისი ზომები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას პირვანდელი სახე, დღის ბოლომდე დაუბრუნდება. 

შენობის ფასადი, სავარაუდოდ, ბავშვებმა მოხატეს. სპეციალისტების განმარტებით, გამოყენებულია საღებავი, რომელის მოცილებაც სირთულეს არ წარმოადგენს და ობიექტი დღესვე მოწესრიგდება. 

ბოლო პერიოდში ბათუმში მსგავსი ფაქტები გახშირდა. შენობის ფასადებზე შეხვდებით პოზიტიური წინაარსის წარწერებს, ამონარიდებს ნაწარმოებებიდან, სასიყვარულო შეტყობინებებს. 

რამდენიმე კვირის წინ, ევროპის მოედანზე, მედეას ძეგლზე უცნობმა პირებმა საღებავებით უცენზურო მინაწერები გააკეთეს. 

 

განახლებული: 19:50

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში