აქცია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით

27 ივლისი 2018, 00:00 1495 ნახვა

საპროტესტო აქცია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით. მოსახლეობის ინფორმაციით, ბინის საფასური უკვე გადახდილი აქვთ. მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანიას ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

აქციის მონაწილეები სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად პარტნიორებს შორის დავას ასახელებენ. კომპანიის იურისტის განცხადებით კი, მშენებლობის შეფერხება პროექტის ცვლილებამ გამოიწვია და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. გუდიაშვილის ქუჩაზე 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია „შენი სახლი” აშენებს.

ამავე კატეგორიაში