''დელტამ'' სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო

06 აგვისტო 2018, 00:00 2011 ნახვა

„დელტამ“ სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო. საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პირველი სამი ნიმუში 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა. ტექნიკას „დელტა“ ავსტრიულ   კომპანია „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით აწყობს.

შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიებს შორის აპრილში გაფორმდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი მანქანები მულტიფუნქციური და სწრაფ რეაგირებაზე იქნება გათვლილი.

ამავე კატეგორიაში