კონკურსი სტუდენტებისთვის - აჭარის განათლების სამინისტრომ სამი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ვადა 5 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
სტუდენტებმა შესაბამისი განცხადებით აჭარის განათების სამინისტროს უნდა მიმართონ.
კონკურსი სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სასტიპენდიო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობისა და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის პროგრამების ფარგლებში.