პეტრას ციხეზე ანსამბლ „ბათუმისა“ და „ქართული ხმების“ მონაწილეობით ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის — „მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა. გალა კონცერტზე ყველა თაობისთვის კარგად ნაცნობი პოლიფონიური და პოპულარული ქართული სიმღერები შესრულდა.