არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება-სამხარაულის კომისიური დასკვნა

10 აგვისტო 2018, 00:00 1480 ნახვა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

დასკვნაში ასევე წერია, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად.

ამავე კატეგორიაში