მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რჩება უდიდეს უსამართლობად - გერმანიის კანცლერი

24 აგვისტო 2018, 00:00 2424 ნახვა

ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია,  – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რატომ არ უწოდებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას.

„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 ანგელა მერკელი თსუ-ში სტუნდეტებს შეხვდა. 

გერმანიის კანცლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ანგელა მერკელი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება ''ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებსაც შეხვდება. კანცლერი საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ამავე კატეგორიაში