ავარია ბათუმში - ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

03 სექტემბერი 2018, 00:00 3168 ნახვა

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  ორი მოქალაქე დაშავდა. მათ შორის ერთი მოტოციკლის მძღოლია. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მგზავრს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. პაციენტები ჯერჯერობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. 

ადგილზე სამართალდამცველებიც მივიდნენ. 

ამავე კატეგორიაში