ეთნოსოფელი ისტორიულ მაჭახელში /ფოტოამბავი/

20 სექტემბერი 2018, 00:00 3906 ნახვა

ზღვის დონიდან 250 - 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლი შეიქმნება. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ეთნოსოფელის ამოქმედების შემდეგ, ხეობაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს.

 

-

მაჭახლის ხეობაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეთნოგრაფიული მუზეუმი ზედა ჩხუტუნეტში, ხიდი თამარ მეფის დროინდელი და თურქეთის საზღვარი -  ეს ის ადგილებია, რითაც ტურისტების დიდი ნაწილი ინტერესდება. 

ხეობაშია ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ჯამილის ნაკრძალს და ბიოსფერულ რეზერვატივს ესაზღვრება. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში