მეწყერმა სოფელ ზვარეში საავტომობილო გზა ჩახერგა

22 ნოემბერი 2018, 00:00 3179 ნახვა

ორდღიანი ძლიერი წვიმის გამო, ქედაში ოთხ ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც შიდა სასოფლო გზები ჩაკეტა. სოფელ ზვარეში მცხოვრები 34 ოჯახი საავტომობილო გზით დღეს ვერ ისარგებლებს, რადგან გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. 

რაც შეეხება სოფლებს გუნდაურს, მერისსა და ვაიოს, აღნიშნული მონაკვეთებბზე მცირე მეწყრული კერები იყო და უკვე გაიწმინდა.  ამ ეტაპზე მიმოსვლა ყველა მიმართულებითაა აღდგენილია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში