მანდატურებს იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ

07 დეკემბერი 2018, 00:00 1976 ნახვა

საქართველოში 2019 წლის იანვრიდან სკოლის მანდატურებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ. 2 მილიონი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ამ ეტაპზე მანდატურები ხელზე 400 ლარს იღებენ. 

გიორგი კაკაურიძე დეპუტატებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ამ წუთებში აცნობს.

საჯარო სკოლებში მანდატურები პირველად 2010  წელს გამოჩნდნენ. თავიდაპირველად ისინი მხოლოდ თბილისის 10 სასწავლო დაწესებულებებში მუშაობდნენ, შემდეგ კი პროგრამა გაფართოვდა და მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდნენ.  

დღემდე რჩება სკოლები, სადაც მანდატურები არ არიან. დაგეგმილია მათი რაოდენობის გაზრდა და ასევე გადამზადებაც. 

ფოტო: არქივი

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში