კომპანიაში, რომლის მშენებარე კორპუსის კედლის ჩამონგრევის შედეგად დღეს გვერდით არსებული სახლის ჭერი ჩაინგრა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას აღიარებენ. „რეალმშენში“ ამბობენ, რომ ნგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია, თუმცა სათანადოდ ნორმები არც მათ ჰქონდათ დაცული.
ნგრევის დროს სახლში მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, საბედნიეროდ ისინი არ დაშავებულან. ოჯახს ზარალს მშენებელი კომპანია აუნაზღაურებს, სახურავით უზრუნველყოფას მათ ბათუმის მერიც დაჰპირდა.
ამასთან მერია ოჯახს დროებით ბინის ქირის ფულსაც გადაუხდის. როდის და რატომ იყო გაფრთხილებული კომპანია, რა რეაგირება მოჰყვება ახლა ფაქტს ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან და რას ჰყვებიან მეზობლები გასულ თვეებში მომხდარი ფაქტების შესახებ.