თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლის რეისის გაუქმება დღეს ქობუელთში გააპროტესტეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მგზავრები დაზარალდნენ. რკინიგზის დეპარტამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            