ხალაში ოქროსა და სპილენძის მარაგის დასადგენად აუქციონი გამოცხადდა

20 მარტი 2019, 00:00 5703 ნახვა

შესაძლოა, მალე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ოქრო და სპილენძი მოიპოვონ. გასულ წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალასთავის ტყეში ამის რესურსი რეალურად არსებობს. ამასთან, ახლახანს ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ.

პირობების თანახმად ძებნა - მოპოვებითი სამუშაოები სტანდარტების მიხედვით უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი გამარჯვებულმა  2.5 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს და მინიმუმ 30 ადამიანი დაასაქმოს. ფერადი და იშვიათი ლითონების მოპოვების რესურსი და პოტენციალი - არის თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება აუცილებელი? 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში