რაში დაიხარჯა ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა?

22 მარტი 2019, 00:00 1018 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს.

პარტიაში ამბობენ, რომ ობიექტები  მუნიციპალიტეტში უკვე აშენებული უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს. პარტიაში კორუფციულ ინტერესებსაც არ გამორიცხავენ, ვინაიდან, მათი მტკიცებით, უფუნქციო ცენტრების აღჭურვისთვის სამინისტრომ დაახლოებით 5 მილიონი ლარი დახარჯა.

ბრალდებებს უარყოფს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტიტე აროშიძის განცხადებით, სამ მუნიციპალიტეტში ლოჯისტიკური ცენტრი უკვე აშენებულია,  ორ მუნიციპალიტეტში კი პროექტი ზაფხულში  დასრულდება.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში