„ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას “- შეხვედრა ქობულეთში თემების რწმუნებულებთან

02 აპრილი 2019, 00:00 1679 ნახვა

 „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“-შეხვედრა  ქობულეთში   თემების რწმუნებულებთან. შეხვედრაზე ითქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელთან ბრძოლას თითქმის იგივე მეთოდებით აგრძელებს, როგორც გასულ წელს.

თერმული ნისლის დანადგარით დამუშავდება ცენტრალური გზები. სოფლებში  დამონტაჟდება „მოიძიე და გაანადგურე“ ხაფანგები. შეხვედრაზე ითქვა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის დროს  მნიშვნელოვანია   მოსახლეობის ჩართულობა.  შეხვედრას მოსახლეობა არ დასწრებია, სიახლეებს მხოლოდ რწმუნებულები გაეცნენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში