“არ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოებისა და დემოკრატიული ევროკავშირისთვის”, – ასე ფიქრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში ბევრი მიზანმიმართული უზუსტობაა, რომელიც სრულიად არ შეესაბამება რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს, რეალურ სიტუაციასა და დასკვნებს.
ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშში ასახული საკითხები დაკავშირებულია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პროპაგანდასთან.
საქართველოს ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზად არიან.