რკინიგზელთა აქცია

11 აგვისტო 2016, 00:00 3009 ნახვა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ აქცია გამართეს. აქციის მოანიწლეებმა შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო. საუბარია მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავე თანამშორმელთა კომპენსაციაზე, ხელფასისა და სახელფასო დანამატების სტაჟისა და დამსახურების მიხდვით დიფერენცირებაზე. შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ორი წლის წინ, რვადღიანი მასშტაბური აქცია შეწყდა დღემდე არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა. გამაფრთხილებელი აქციები ხვალ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაიწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში