შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან

23 მაისი 2019, 11:42 1121 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს  შეხვდა.  ლევან იზორია და ჯონ ბოლტონი აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე შეხვდნენ, სადაც ქართველ კადეტებს დიპლომები გადასცეს.

კონექტიკუტის შტატში მდებარე აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ქართველმა კადეტებმა, კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს.კადეტები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ.

შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე იუნკრებმა სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი