ძაღლების საერთაშორისო გამოფენაზე, 8 ქვეყნიდან 121 ჯიშის ძაღლი ჩამოიყვანეს. "ივერიის ვარსკვლავი", " ბათუმის თასი" და "ოქროს საწმისი“- ამ სახელწოდებებით, გამოფენები სამი დღის განმავლობაში იმართება.
ძაღლების მონაცემებს საერთაშორისო კატეგორიის ექსპერტები აფასებენ. გამოფენა გამარჯვებული ძაღლების გრანდიოზული შოუთი დასრულდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            