''ვორლდ თრეველ ევორდის'' დაჯილდოებაზე ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ხვალ მადეირაზე გაირკვევა, მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ბათუმის კონკურენტებია: სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი.
28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესამსახური ავრცელებს. დაჯილდოებაზე, რომელიც 1993 წლიდან ტარდება, ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.