პუტინის ჯინაზე ეწვიეთ საქართველოს - CNN

30 ივნისი 2019, 12:54 1321 ნახვა

პუტინის ჯინაზე ეწვიეთ საქართველოს – ამ სათაურით სტატიას CNN​ აქვეყნებს. მასალის ავტორი მოგზაურობის მოყვარულებს მოუწოდებს აუცილებლად ჩავიდნენ საქართველოში. 

საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება წერს ჟურნალისტი.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის დამფასებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსები – მოგმართავთ ყველას, ვინც თავგადასავლებს ეძებს და უბრალოდ სურს, პუტინს ავნოს, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულება, მაშინ ახლა საუკეთეო დროა. მივმართავ მათ, ვინც უკვე იმოგზაურა საქართველოში, დროა დაბრუნდეთ“, – წერია სტატიაში.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ, რუს ხალხს კი არაფერს ერჩიან.  

"თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან“,- წერია სტატიაში.

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გაუწოდა დასავლური სახელმწიფოს საელჩოებმა. 

„თუ ამას ბევრი გააკეთებს, მაშინ პუტინის გეგმას უკუეფექტი ექნება ისე, როგორც 2006 წელს. ჩვენთვის, ვინც საქართველოში, პლანეტაზე ყველზე დიდი და ბოროტი ქვეყნის ჩრდილში ცხოვრობს, აგორებული კამპანია სოლიდარობის შთამაგონებელი მაგალითია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც არის საჭირო, ესაა საქართველოში ჩასვლა“, – წერს სტატიის ავტორი.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

თბილისში, პარლამენტის წინ 10 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი თავდაპირველად რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა. გავრილოვმა ასამბლეის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში